Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი დღეს ბანგლადეშს ეწვია და მოლაპარაკება გამართა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი დღეს ბანგლადეშს ეწვია და მოლაპარაკება გამართა
პრემიერ-მინისტრ ხალედა ზიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მორშედ ხანთან. მოლაპარაკების შემდეგ რამსფელდმა აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო ერაყსა და ავღანეთს და იმ ფაქტს, რომ ბანგლადეშს ბევრი კარგად მომზადებული მშვიდობისდამცველი ჰყავს. მაგრამ ასევე რამსფელდის თქმით, მას აქამდე არ უთხოვია ბანგლადეშისათვის სამშვიდობო ჯარის ერაყში გაგზავნა. მან არ მოისურვა ეპასუხა შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ასეთი თხოვნით მიმართვას. ხანმა კი გამოთქვა ერაყში მშვიდობისდამცველების გაგზავნის სურვილი, მაგრამ მხოლოდ მათი გაეროს კონტროლზე დაქვემდებარების შემხთვევაში.
XS
SM
MD
LG