Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი იმედოვნებს


საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი იმედოვნებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მალე მიაღწევს ერთსულოვნებას ერაყის შესახებ ახალ რეზოლუციაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი იმედოვნებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მალე მიაღწევს ერთსულოვნებას ერაყის შესახებ ახალ რეზოლუციაზე.
ამის შესახებ შირაქმა პარიზში სტუმრად ჩასულ ამერიკელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი და აშშ, ერაყის საკითხში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, აღიარებენ იქ მშვიდობის აუცილებლობას. ჯორჯ ბუშმა კი პარიზში აღნიშნა, რომ საფრანგეთი მნიშვნელოვანი ძალაა ერაყის კრიზისის მოგვარების საკითხში. [ბუშის ხმა] "ფრანგები მზად არიან, ერაყელებს ვალები ჩამოუწერონ, მზად არიან, მათ რჩევით დაეხმარონ. პრეზიდენტი შირაკი გონივრულად აფასებს ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, კარგად ერკვევა ამ რეგიონის ქვეყნებში. ფრანგები მზად არიან თანამშრომლობისათვის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით, რითაც აჩვენებენ, რომ დემოკრატიული ქვეყნები ერთად აპირებენ ერაყის დახმარებას". ჯორჯ ბუში დღეს ჩავიდა პარიზში შირაქთან მოსალაპარაკებლად და II მსოფლიო ომში მეორე ფრონტის გახსნის 60-წლიანი იუბილისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე დასასწრებად.
XS
SM
MD
LG