Accessibility links

logo-print

ერაყში ამერიკელ სამხედროებსა და მათს


ერაყში ამერიკელ სამხედროებსა და მათს ერაყელ მოკავშირეებზე მორიგი თავდასხმები აღირიცხა.

ერაყში ამერიკელ სამხედროებსა და მათს ერაყელ მოკავშირეებზე მორიგი თავდასხმები აღირიცხა.
მოსულში ჭურვები დაუშინეს ერაყელებს, რომლებიც რიგში იდგნენ არმიაში გამწვევ უწყებასთან. დაიჭრა 17 ადამიანი. ასევე მოსულში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი დაუშინეს კოალიციის ბადრაგს, მოკლეს ერთი სამოქალაქო პირი და დაჭრეს ორი ადამიანი. ამერიკული სამხედრო წყაროების ცნობით, ამერიკელმა ჯარისკაცებმა ბაღდადში მოკლეს რამდენიმე თავდამსხმელი მას შემდეგ, რაც მათ იერიში განახორციელეს ბადრაგზე შიიტების უბანში. ბაღდადშივე ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა მათი მანქანის გზის პირას ჩადებულ ბომბზე აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG