Accessibility links

logo-print

მსოფლიო ლიდერები, მეორე მსოფლიო ომის


მსოფლიო ლიდერები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მრავალი სხვა ადამიანი დღეს საფრანგეთში, ნორმანდიაში დაესწრნენ მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას.

მსოფლიო ლიდერები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მრავალი სხვა ადამიანი დღეს საფრანგეთში, ნორმანდიაში დაესწრნენ მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას.
შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, ჯორჯ ბუში, ჟაკ შირაკი და ვლადიმირ პუტინი; დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ მეორე და გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი არიან 20-ზე მეტ პოლიტიკურ ლიდერსა და სახელმწიფოს მეთაურს შორის. ცერემონია ეძღვნება ისტორიაში ყველაზე ფართო მასშტაბის სადესანდო ოპერაციას, რომელიც 1944 წლის 6 ივნისს განახორციელეს მოკავშირეთა ჯარებმა ნაცისტური გერმანიისგან ევროპის გასათავისუფლებლად.

XS
SM
MD
LG