Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცნობით


შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცნობით, მანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ბაღდადის ჩრდილოეთით,

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცნობით, მანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ბაღდადის ჩრდილოეთით,
ამერიკის სამხედრო ბაზასთან. ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ქირქუქში, პოლიციის თანახმად, ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ბომბის აფეთქების შედეგად. ასევე პოლიციის ცნობით, ბაღდადის სამხრეთში მდებარე მუსაიაბში გუშინ შეიარაღებულმა პირებმა იერიში მიიტანეს პოლიციის განყოფილებაზე და 6 ადამიანი მოკლეს. გუშინ ერაყში ამერიკის კომპანია "ბლეკუოტერში" მომუშავე 4 სპეციალისტი იქნა მოკლული. ამერიკის ორი და პოლონეთის ორი მოქალაქე დაიღუპა შაბათს, როცა მათ მანქანას თავს დაესხნენ ბაღდადის მახლობლად. კიდევ ერთი პოლონელი სპეციალისტი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG