Accessibility links

logo-print

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ


რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ დღეს შვეცარიის დედაქალაქ ბერნში საზეიმო მესა ჩაატარა ათიათასობით მორწმუნის თანდასწრებით.

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ დღეს შვეცარიის დედაქალაქ ბერნში საზეიმო მესა ჩაატარა ათიათასობით მორწმუნის თანდასწრებით.
შეკრებილებისადმი მიმართვაში რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა მთელი მსოფლიოს მორწმუნეებს მოუწოდა მშვიდობისა და შემწყნარებლობისკენ. მოედანზე, სადაც ჩატარდა ღვთისმსახურება, უსაფრთხოებას ათასზე მეტი პოლიციელი უზრუნველყოფდა. პაპად არჩევის შემდეგ ეს იოანე პავლე მეორის 103-ე მოგზაურობაა საზღვარგარეთ.
XS
SM
MD
LG