Accessibility links

logo-print

ისრაელის მთავრობამ მოიწონა პრემიერ-მინისტრ არიელ


ისრაელის მთავრობამ მოიწონა პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის გეგმა ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანისა და ებრაული დასახლებების ევაკუაციის შესახებ.

ისრაელის მთავრობამ მოიწონა პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის გეგმა ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანისა და ებრაული დასახლებების ევაკუაციის შესახებ.
კაბინეტის 14 წევრი გეგმის მომხრეა, შვიდი წინააღმდეგი. გეგმით გათვალისწინებულია ღაზის სექტორის ყველა და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ოთხი დასახლების დემონტაჟი და ევაკუაცია 2005 წლის ბოლოსთვის. ამავე დროს მასში არის პუნქტი, რომლის თანახმად, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის რიგი ტერიტორიები ისრაელის მუდმივი კონტროლის ქვეშ გადადის. პარასკევს შარონმა დაითხოვა კაბინეტის ორი წევრი, რომლებიც განსაკუთრებით მწვავედ ეწინააღმდეგებოდნენ გეგმას.
XS
SM
MD
LG