Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის


საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ,

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ,
რომელიც ერთდღიანი ვიზიტით ესტუმრა კოსოვოს, რეგიონის მოსახლეობას მოუწოდა, წერტილი დაუსვას ძალადობასა და ყოველგვარ დაპირისპირებას, რომელსაც საფუძვლად ეთნიკური შუღლი უდევს. შაბათს კოსოვოს ქალაქ ჰრადჩანიცეში 16 წლის სერბი ყმაწვილი მოკლეს. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი ადგილობრივი ალბანელი. აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით ხავიერ სოლანამ: [ხავიერ სოლანას ხმა] "საზოგადოება, რომელშიც 16 წლის მოზარდებს კლავენ, არ არის ჯანმრთელი საზოგადოება. ასეთი საზოგადოება არ მიეკუთვნება ევროპას." ხავიერ სოლანამ კოსოვოს ხელისუფლებას მოუწოდა, დააჩქაროს აღდგენა სერბთა სახლებისა, რომლებიც მარტის შუა რიცხვებში მომხდარი შეტაკებების შედეგად დაინგრა.
XS
SM
MD
LG