Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები


გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები ერთხმად დაუჭერენ მხარს ერაყისთვის სუვერენიტეტის დაბრუნების რეზოლუციას.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები ერთხმად დაუჭერენ მხარს ერაყისთვის სუვერენიტეტის დაბრუნების რეზოლუციას.
ეს მოლოდინი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოთქვა სამხრეთი ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც მსროფლიოს ეკონომიკურად წამყვანი 8 სახელმწიფოს ლიდერები იკრიბებიან. [ბუშის ხმა] "თუკი ყველაფერი კარგად იქნა, საბჭოში ერთსულოვნება იქნება, აქედან გამომდინარე, მსოფლიოს განუცხადებენ საბჭოს წევრები, რომ ისინი ემხრობიან თანამშრომლობას იმის მისაღწევად, რომ ერაყი იყოს თავისუფალი, მშვიდობიან და დემოკრატიუოლი".
ბრიტანეთიც მოელის, რომ საბჭო ერხმად მისცემს ხმას რეზოლუციას. საფრანგეთმა, რომელიც ერაყის ომს არ ემხრობოდა, გამოაცხადა, რომ რეზოლუცია მას მთლიანად არ აკმაყოფილებს, მაგრამ ხმას მისცემს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა თქვა, რომ მისი ქვეყანა ასევე ემხრობა რეზოლუციას. ჩინეთიც, რომელსაც საბჭოში ვეტოს უფლება აქვს, ხმას მისცემს რეზოლუციას.
ეს დოკუმენტი ადგენს სუვერენიტეტის აღდგენის პირობებს, ერაყის გარდამავალი მთავრობის ხელში ძალაუფლების გადასვლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG