Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დაიწყო ქურთულენოვანი მაუწყებლობა -


თურქეთში დაიწყო ქურთულენოვანი მაუწყებლობა - პირველად თურქეთის ისტორიაში.

თურქეთში დაიწყო ქურთულენოვანი მაუწყებლობა - პირველად თურქეთის ისტორიაში.
ქურთულენოვანი მაუწყებლობა შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს, თურქეთს კი ევროკავშირში გაწევრიანება სურს. დღეს სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა საინფორმაციო და მუსიკალური პროგრამა ქურთების კირმანჯის დიალექტზე, მანამდე სახელმწიფო რადიომ ამავე დიალექტზე გადასცა 30-წუთიანი პროგრამა. ამ კვირაში თურქეთმა გარდა ქურთების ორი დიალექტისა, ეთნიკური უმცირესობების კიდევ სამ ენაზე დაიწყო მაუწყებლობა: ბოსნიურ, არაბულ და ჩერქეზულ ენებაზე.
XS
SM
MD
LG