Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ წარადგინა ერაყისა და ევროკავშირის


ევროკომისიამ წარადგინა ერაყისა და ევროკავშირის ურთიერთობის განვითარების საშუალოვადიანი გეგმა.

ევროკომისიამ წარადგინა ერაყისა და ევროკავშირის ურთიერთობის განვითარების საშუალოვადიანი გეგმა.
გეგმაზე ბრიუსელში ისაუბრა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა, კრის პატენმა: [პატენის ხმა] "გეგმა მოიცავს სამ საშუალოვადიან მიზანს ჩვენი და ერაყის ურთიერთობის ჩარჩოებში. პირველი - ესაა ერაყის სტაბილიზაცია და დემოკრატიზაცია; მეორე - ღია, მდგრადი და მრავალფეროვანი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება და მესამე - ერაყის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია თავის რეგიონში და საერთაშორისო თანამეგობრობაში". გეგმა არ ითვალისწინებს დამატებით ფულს ერაყისთვის, რომელსაც ევროკომისიამ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა წელს მადრიდის დონორთა კონფერენციაზე 1 მილიარდ 250 მილიონი ევროს მიწოდება აღუთქვეს.
XS
SM
MD
LG