Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის გარდამავალი პერიოდის მთავრობის ხელმძღვანელმა


ერაყის გარდამავალი პერიოდის მთავრობის ხელმძღვანელმა იად ალავიმ შეაქო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია,

ერაყის გარდამავალი პერიოდის მთავრობის ხელმძღვანელმა იად ალავიმ შეაქო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია,
რომელიც ერაყში ძალაუფლების ერაყელებისათვის ჩაბარებას ემხრობა. [ალავის ხმა] "მივესალმებით ამ რეზოლუციას. ეს არის ერაყელი ხალხისა და ერაყის მეგობრების ძალისმხევის გამოხატულება". როგორც ალავიმ ჟურნალისტებს უთხრა, ერაყს სჭირდება უცხოური ჯარები მეამბოხეებთან საბრძოლველად მას შემდეგაც, რაც 30 ივნისს ქვეყნის სუვერენობა აღდგება. ამ საკითხზე აშშის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კი ე.წ. "დიდი რვიანის" სამიტზე აღნიშნა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია ნატოს როლის გაზრდა ერაყში. დღესვე უფრო გავრცელდა ევროკავშირის ხელმძღვანელობის წარმომადგენლის, ხავიერ სოლანას განცხადება, რომ ევროკავშირს ერაყის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის იმედი აქვს. მან გაეროს უშიშროების საბჭოს ახალ რეზოლუციასთან დაკავშირებით აღნიშნა: [ხავიერ სოლანას ხმა]
"ეს ძალიან კარგი სიახლეა და ეჭვი არ არის, რომ ევროკავშირი მზად იქნება, თავისი წვლილი შეიტანოს, ითანამშრომლოს ერაყის ახალ მთავრობასთან". გაეროს ახალი რეზოლუცია მოიწონა ჩინეთმაც: მისი განცხადებით, პეკინი მზად არის ერაყის ეკონომიკურ რეკონსტრუქციაში მონაწილეობის მისაღებად. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით კი მოსკოვი რეზოლუციას მიემხრო იმის გამო, რომ ის ლეგიტიმურობას ანიჭებს ერაყის ახალ ხელმძღვანელობას და უზრუნველყოფს გარკვეულ კონტროლს ერაყში ამერიკის ჯარებზე.
XS
SM
MD
LG