Accessibility links

logo-print

როგორ გეგმავს ხელისუფლება ბიზნესის ხელშეწყობას


თამარ ჩიქოვანი ახალს არაფერს ვიტყვით, თუ კარგად ცნობილ მოსაზრებას გავიმეორებთ: ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარების საფუძველი ისევ და ისევ ეკონომიკური ინტერესების თანხვედრაშია მოსაძიებელი.

ქართველ პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფის აზრით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საქართველო თავისი ეკონომიკური მდგომარეობით მომხიბვლელი გახდება ამბოხებული რეგიონებისთვის.
შესაბამისად, ეკონომიკის აღორძინება ხელისუფლების ნომერ პირველ ამოცანად რჩება. ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის კი აუცილებელია ბიზნესის ხელშეწყობა. შაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალი საგადასახადო კოდექსის პრინციპების პრეზენტაციას გეგმავს. როგორ საგადასახადო რეჟიმს ელის ქართული ბიზნესი - ამ თემაზე საუბრობს რადიო "თავისუფლების" თბილისის სტუდიის დღევანდელი სტუმარი, მსხვილ გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ისაკაძე. მას თამარ ჩიქოვანი ესაუბრა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG