Accessibility links

logo-print

დღეს ამერიკელები შეერთებული შტატების ყოფილ


დღეს ამერიკელები შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, რონალდ რეიგანს გამოეთხოვენ.

დღეს ამერიკელები შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, რონალდ რეიგანს გამოეთხოვენ.
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ბორცვზე, შედგა სახელმწიფო სამგლოვიარო ცერემონია. მასში მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და სამმა ექსპრეზიდენტმა. აგრეთვე 165 ქვეყნის წარმომადგენლებმა - ყოფილმა და ამჟამინდელმა ლიდერებმა. ბუშმა თქვა: [ბუშის ხმა] "იდეოლოგია, რომელსაც იგი, როგორც პოლიტიკოსი, მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძოდა, ამტკიცებს, რომ ისტორიას აბსტრაქტული ძალები და დაუნდობელი ბედისწერა ამოძრავებს. რონალდ რეიგანს სჯეროდა თავისუფალი ადამიანების სიმამაცისა და გამარჯვებისა. ჩვენ კიდევ უფრო გვჯერა ამისა, ვინაიდან მასში ვხედავდით ამ სიმამაცეს." რეიგანს დაკრძალავენ კალიფორნიაში, ლოს ანჯელესის მახლობლად. რონალდ რეიგანი 1981-დან 1989 წლამდე იყო ამერიკის პრეზიდენტი. იგი შაბათს გარდაიცვალა 93 წლის ასაკში.

XS
SM
MD
LG