Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია სამხრეთ სუდანში სამშვიდობო ოპერაციების დაწყების თაობაზე.

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია სამხრეთ სუდანში სამშვიდობო ოპერაციების დაწყების თაობაზე.
რეზოლუცია აგრეთვე შეიცავს მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დარფურსა და სუდანის სხვა რეგიონებში. დოკუმენტი ავალებს გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანს, რეკომენდაციები წარმოადგინოს სამშვიდობო ძალების ზომისა და მათი მანდატის ვადების თაობაზე. სამშვიდობო ოპერაცია დაიწყება მთავრობასა და მეამბოხეებს შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
XS
SM
MD
LG