Accessibility links

ბაღდადში სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა


ბაღდადში სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად.

ბაღდადში სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად.
დღესვე ერაყის დედაქალაქში შეტაკება მოხდა ამერიკის სამხედროებსა და რადკალი შიიტი ლიდერის, მოყტადა ალ-სადრის მეომრებს შორის. ერთი მეომარი მოკლულია, რამდენიმე - დაიჭრა. ცენტრალურ ერაყში, ქალაქ ჰილის მახლობლად, ცეცხლი გაუხსნეს პოლონეთის სამხედრო პატრულს. მსხვერპლი არ არის. დღესვე ქალაქ ნაჯაფში შეტაკება მოხდა მოყტადა ალ სადრის მომხრეებსა და სხვა შიიტურ ჯგუფს, ერაყის ისლამური რევოლუციის უზენაეს საბჭოს შორის. ამის შედეგად საბჭოს წევრები იძულებული იყვნენ, დაეტოვებინათ ქალაქი, სადაც ისინი ყოველ პარასკევს ჩადიან სალოცავად.

XS
SM
MD
LG