Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველო უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს პარასკევს


"საქართველო უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს პარასკევს ღამით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ცხინვალის რეგიონში

"საქართველო უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს პარასკევს ღამით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ცხინვალის რეგიონში
მძიმეწონიანი მანქანების შემოსვლის ფაქტზე" - განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ. მისივე თქმით, რუსეთის მხარე ჯერჯერობით ცდილობს, არ აღიაროს ის გადაადგილება, რომელიც ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე პარასკევს ღამით მოხდა. კერძოდ, როგორც სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რუსეთიდან როკის გვირაბით საქართველოში იარაღით დატვირთული მრავალრიცხოვანი კოლონა შევიდა. გავრცელებულ ცნობებში საუბარია 170-მდე ავტომანქანაზე. ზურაბ ჟვანიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკვე დაუკავშირდა რუსეთის მთავრობას, აშშ-სა და ეუთოს. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ იგი ესაუბრა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს იგორ ივანოვს, რომელმაც ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება ვერ გააკეთა. თბილისმა თხოვნით მიმართა ეუთოსა და აშშ-ის ადმინისტრაციას, ვითარება შეისწავლონ.
XS
SM
MD
LG