Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთში გამწვავებული ვითარება განიხილეს


სამხრეთ ოსეთში გამწვავებული ვითარება განიხილეს დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ

სამხრეთ ოსეთში გამწვავებული ვითარება განიხილეს დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ
ვალერი ლოშჩინინმა და რუსეთში აშშ-ის ელჩმა ალექსანდრ ვერშბოუმ. ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მხარემ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ "სამხრეთ ოსეთში საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციული აქციებისას გამოყენებულ იქნა ქართულ-ამერიკული სამხედრო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ქვედანაყოფები, რაც უარყოფითად მოქმედებს საერთო სიტუაციაზე კონფლიქტის ზონაში." რუსეთში აშშ-ის ელჩის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით, მოლაპარაკებებითა და მრავალმხრივი მექანიზმების გამოყენებით უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG