Accessibility links

logo-print

ირანმა უარით უპასუხა ევროპის კავშირის


ირანმა უარით უპასუხა ევროპის კავშირის მოთხოვნას, შეაჩეროს მძიმე წყალზე მოქმედი ატომური რეაქტორის მშენებლობა.

ირანმა უარით უპასუხა ევროპის კავშირის მოთხოვნას, შეაჩეროს მძიმე წყალზე მოქმედი ატომური რეაქტორის მშენებლობა.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ აღნიშნა, ქვეყნის ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. [ქამალ ხარაზის ხმა] "ირანი ყველამ სერიოზულად უნდა აღიქვას. ირანი მძლავრი სახელმწიფოა და მის მიმართ დამოკიდებულება ისეთი უნდა იყოს, როგორიც ატომური კლუბის პასუხისმგებელ წევრს შეეფერება. ირანი უარს არ იტყვის უფლებაზე, მშვიდობიანი მიზნით გამოიყენოს ატომური ენერგია და ატომური ელექტროსადგურებისთვის ბირთვული საწვავი აწარმოოს." საერთაშორისო ექსპერტები შიშობენ, რომ ირანის ახალი რეაქტორი, შესაძლოა, ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენონ.
XS
SM
MD
LG