Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოქმედი აშშ-ის ჯარის სარდლობის


ავღანეთში მოქმედი აშშ-ის ჯარის სარდლობის ცნობით, ბოლო სამი კვირის მანძილზე,

ავღანეთში მოქმედი აშშ-ის ჯარის სარდლობის ცნობით, ბოლო სამი კვირის მანძილზე,
ქვეყნის სამხრეთ რაიონებში მომხდარი შეტაკებების შედეგად მოკლულ იქნა 80-ზე მეტი თალიბი. დაიჭრა აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარის ორი მოსამსახურე. თალიბანის რაზმების ძიებისა და განაგურების ოპერაციაში ამერიკის სამხედრო ავიაციაც მონაწილეობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ გუშინ ჩრდილოეთი ავღანეთის სარი პულის პროვინციაში ბრბომ საშუალება არ მისცა პროვინციის ახლად დანიშნულ გუბერნატორს აბდულ ჰაყ შაფაყს, თავისი მოვალეობის შესრულებას შესდგომოდა. ხალხმა ქვები დაუშინა გუბერნატორსა და მის თანმხლებ პირებს, რომელთა შორის ასამდე პოლიციელი იყო. სამი პოლიციელი დაშავდა.
XS
SM
MD
LG