Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული სამხედრო წყაროების ცნობით, დღეს


ამერიკული სამხედრო წყაროების ცნობით, დღეს ბაღდადში თვითმკვლელმა მოიერიშემ მანქანაში ჩადებული ბომბი ააფეთქა,

ამერიკული სამხედრო წყაროების ცნობით, დღეს ბაღდადში თვითმკვლელმა მოიერიშემ მანქანაში ჩადებული ბომბი ააფეთქა,
მოკლა სულ ცოტა 7 ადამიანი. ამ ცნობით გაასწორეს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაცია 12 ადამიანის დაღუპვის შესახებ. დღესვე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ერაყის განათლების სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელს, ქამალ ალ-ჯარაჰს, როცა ის შინიდან გადიოდა. ალ-ჯარაჰი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. გუშინ კი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბასამ სალიჰ კუბა მოკლეს. ასევე ბაღდადში, საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესის ცნობით, წუხელ 6 ერაყელი დაიღუპა ამერიკელ სამხედროებთან ბრძოლაში. რაც შეეხება სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, ჩრდილოეთში მდებარე ქირქუქში ქურთი სასულიერო პირი, სუნიტი იად ხორშიდი მოკლეს. სამხრეთში კი ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ბადრაგს, რომელსაც ამერიკული კოალიციის წარმომადგენლების დაცვა ახლდა. დაიჭრა ერთი ერაყელი.
XS
SM
MD
LG