Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვაში, რომელიც 1 მაისიდან ევროკავშირის


ლიტვაში, რომელიც 1 მაისიდან ევროკავშირის წევრია, დღეს ევროპარლამენტის არჩევნების გარდა საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართა.

ლიტვაში, რომელიც 1 მაისიდან ევროკავშირის წევრია, დღეს ევროპარლამენტის არჩევნების გარდა საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართა.
პირველი ოფიციალური შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა, არაფოციალური ეგზიტპოლების მიხედვით, ლიდერობენ ყოფილი პრეზიდენტი, 77 წლის ვალდას ადამკუსი და ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე ლიტვის ყოფილი დელეგაციის ხელმძღვანელი, პეტრას აუსტრევიჩიუსი. თუ ეგზიტპოლების შედეგი სწორია, ამ ორ კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მოუწევს. დღეს გაიმართა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რაც აუცილებელი გახდა ორი თვის წინ პრეზიდენტ როლანდას პაკსასის იმპიჩმენტის გამო. პაკსასი კორუფციისა და კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებებით გადააყენეს.
XS
SM
MD
LG