Accessibility links

logo-print

სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა დღეს ბაღდადის ცენტრში, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად.

სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა დღეს ბაღდადის ცენტრში, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად.
ერაყის გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარის, იად ალაუის ცნობით, დაღუპულთა შორის ერაყში მომუშავე ხუთი უცხოელი სპეციალისტია. ორი ბრიტანელი, ერთი ფრანგი, ერთი ამერიკელი და ერთიც - ფილიპინელი. უცხოელები დაშავებულთა შორისაც არიან. [იად ალაუის ხმა] "ეს არის საზარელი და, ამავე დროს, მხდალი აქტი. დაიღუპა ხუთი უცხოელი სპეციალისტი, ხოლო კიდევ სამი - მძიმედ დაშავდა. ეს ხალხი ერაყს ქვეყნის ენერგომომარაგების სისტემის აღდგენაში ეხმარებოდა. უნდა ითქვას, რომ დაღუპულთა და დაჭრილთა შორის ბევრია ერაყელიც." იად ალაუიმ რწმენა გამოთქვა, რომ დამნაშავეებს სასჯელი არ აცდებათ. დღესვე, შეერთებული შტატების სარდლობამ ბაღდადის მახლობლად მდებარე აბუ ღრაიბის ციხიდან რამდენიმე ასეული პატიმარი გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG