Accessibility links

logo-print

დღეს თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით


დღეს თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

დღეს თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანელმა სტუმარმა განაცხადა, რომ მრავალრიცხოვანი დელეგაციით საქართველოში მისი ჩასვლა ნაკარნახევია სურვილით, მთავრობათა წევრებმა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს. დღესვე საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს. გარდა ამისა, მინისტრების დონეზე, ხელმოწერილ იქნა ექვსი დოკუმენტი სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
XS
SM
MD
LG