Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმომხილველები "ისტორიულად" აფასებენ ისრაელის უზენაესი


მიმომხილველები "ისტორიულად" აფასებენ ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას

მიმომხილველები "ისტორიულად" აფასებენ ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას
იმის შესახებ, რომ ქვეყნის სამ ქალაქში ამიერიდან ნებადართული იქნება ღორის ხორცით ვაჭრობა. ამ გადაწყვეტილებას ისრაელის სასულიერო პირთა მხრიდან მკვეთრი პროტესტი მოჰყვა, ხოლო არამორწმუნე მოსახლეობა პირიქით - მიესალმა მას. რელიგიური მოსაზრებებით ებრაელებს ღორის ხორცის ჭამა ეკრძალებათ. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქების ტვერიის, კარმიელისა და ბეით შეანის ხელისუფალთ უნდა დაუშვან ღორის ხორცით ვაჭრობა იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაბიჯს მოქალაქეთა უმრავლესობა დაუჭერს მხარს. ამ ქალაქების მოსახლეობის დიდ ნაწილს ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვიდრნი შეადგენენ.
XS
SM
MD
LG