Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ყიდვით რუსი


კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ყიდვით რუსი და ბრიტანელი ბიზნესმენები არიან დაინტერესებული.

კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ყიდვით რუსი და ბრიტანელი ბიზნესმენები არიან დაინტერესებული.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრზე, კახა ბენდუქიძეზე დაყრდნობით, ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტო იტყობინება. სახელმწიფო რეზიდენციის აუქციონზე გატანის შესახებ კახა ბენდუქიძემ დღეს, სასტუმრო "შერატონ-მეტეხი პალასში" გამოაცხადა. მისივე ინფორმაციით, რეზიდენციის საწყისი ფასი 29 მილიონი ლარია. დაგეგმილია, აგრეთვე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული სამთავრობო რეზიდენციებისა და აგარაკების გაყიდვა. კრწანისის რეზიდენციის ერთ-ერთ კორპუსში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG