Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა დღეს


საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე იმსჯელეს.

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე იმსჯელეს.
მიღებული ცნობების თანახმად, მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შედგა. როგორც ვარაუდობენ, საუბარი შეეხო ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასაც. 11 ივნისს, რუსეთიდან საქართველოში შეიარაღებული ძალების შეყვანასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს და მოსკოვისგან სათანადო განმარტებას მოითხოვს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეგობარ ქვეყნებს, სათანადო შეფასება მისცენ რეგიონში ბოლო ხანს განვითარებულ პროცესებს და მხარი დაუჭირონ სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლების ქმედებას მიმართულს საკუთარ ტერიტორიაზე კანონიერებისა და წესრიგის აღდგენისკენ.
XS
SM
MD
LG