Accessibility links

ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია


ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია სამდღიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება ბრიუსელში,

ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია სამდღიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება ბრიუსელში,
სადაც დაგეგმილია საქართველოს საერთაშორისო დონორთა კონფერენცია. პრემიერ-მინისტრის პრესცენტრზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ ზურაბ ჟვანიასთან ერთად ბრიუსელში მიემგზავრებიან ეკონომიკის, ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრები. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აგრეთვე დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფოს წარმომადგენლები. დაგეგმილია ჟვანიას შეხვედრები საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორთან ხავიერ სოლანასთან, ევროკომისართან ქრის პატენთან და ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოპ სხეფერთან.
XS
SM
MD
LG