Accessibility links

logo-print

საერთაშორისო დონორთა კონფერენცია ბრიუსელში საქართველოსთვის დახმარების საკითხს განიხილავს


16 ივნისს დილით ბრიუსელში მუშაობა დაიწყო საერაშორისო დონორთა ორდღიანმა კონფერენციამ, რომელიც საქართველოსათვის შემდგომი ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავდა.

მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ეგიდით მოწყობილ კონფერენციაში საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობს. ნოემბრის "ვარდების რევოლუციის" გზით საქართველოს სათავეში მოსული ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონორების მხრიდან დახმარება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. და როგორც კონფერენციის პირველმა დღემ დაადასტურა, ეს იმედი სულაც არ აღმოჩნდა საფუძველს მოკლებული.

საგანგებოდ საქართველოს დახმარებისათვის ბრისელში გამართულ საერტაშორისო დონორთა კონფერენციაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, რუსეთისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც ღებულობდნენ მონაწილეობას. ღონისძიების გახსნისას, ევროპის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობათა კომისარმა კრის პატენმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება კიდევ უფრო აქტიურად უნდა დაეხმაროს საქართველოს მის წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

[კრის პატენის ხმა] "ჩვენ არ შეგვძლია ველოდეთ რეფორმების წარმატებას და მხოლოდ შემდგომ ვიფიქროთ დახმარებაზე. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს, რადგან მომდევნო სამი წელი გადამწყვეტი იქნება ქვეყნის მომავლის განსაზღვრსიათვის."

თუმცა, კრის პატენმა იქვე გააკეთა დათქმა და აღნიშნა, რომ ფინანსური დახმარების პირობა საქრთველოსათვის, სწორედ რეფორმების შემდგომი გაგრძელება უნდა იქცესო. რეფორმების განუხრელობაზე დონორთა კონფერენციაზე ყურადღება საქრათველოს დელეგაციის ხელმძღავენლმა ზურაბ ჟვანიამაც შეაჩერა. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლებას სურს დონორთაგან მიღებული დახმარება ადმინისტარციული და სამართალდამცველი ორგანოების რეფორმაზე, ენერგო სექტორის, ინფრასტრუქრურის აღდგენასა და სოცილაური ვითარების გასაუმჯობესებლად მიმართოს. წინასწარი ინფორმაციით საქრთველოს დელეგაცია მომდევნო სამი წლის მანძილზე დაახლოებით 500 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებას ელოდა. მაგრამ როგორც კონფერენციის პირველი დრის შემდეგ ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, დონორთა გადაწყვეტილებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "

ოთხშაბათს ბრიუსელში ზურაბ ჟვანიამ აგრეთვე მოუწოდა საეღთაშორისო დონორებს, დახმარების პრიორიტეტებში საქართველოს რეგიონების, კერძოდ აჭარის რეინტერგაციის საკითხიც გაეთვალისწინებინათ. ევროპის საგარეო ურთიერთობათა კომსიარმა კრის პატენმა განაცხადა, რომ საქართველოსათვის გამოყოფილ დახმარების თანხას კიდევ 12 მილიონი ევრო დაემატება აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტური რეგიონების რეაბილიტაცისათვის.
ნიშანდობლივი იყო კონფერენციაზე მსოფლიო ბანკის ვიცე- პრეზიდენტის შიგეო კაცუს გამოსვლა. კაცუმ გულუხვობისაკენ მოუწოდა დონორებს და განაცხადა, რომ საქართველოს ყველა წინაპირობა აქვს წარმატების მისაღწევადო.

[შიგეო კაცუმის ხმა] "საქართევლო მდიდარის ბუნებრივი რესურსებით, გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, როგორიცაა სატრანსპორტო მაგისტარლი, და რაც მთავარი, ნიჭიერი, ენერგიულ და მომხიბვლელი მოსახლეობით, რომელსაც აქვს მდიდარი ისტორია დ ამრავალფეროვანი მემკვიდრეობა."

შიგეო კაცუს თქმით ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება განუხრელად ადგას რეფორმების გზას, მსოფლიო ბანკის ოპტიმისტურად აფასებს ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის პერსპექტივასო. თუმცა შიგეო კაცუს ქათინაურებთან ერთად არც იმის ხაზგასმა დავიწყებია, რომ საქართველოსათვის გამოყოფილ თანხებზე დონორთა მხრიდან მკაცრი კონტროლი და მონიტორიგი დაწესდება.
XS
SM
MD
LG