Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში დაიწყო საქართველოს დონორთა ორდღიანი


ბრიუსელში დაიწყო საქართველოს დონორთა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია. საღამო ხანს ცნობილი გახდა,

ბრიუსელში დაიწყო საქართველოს დონორთა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია. საღამო ხანს ცნობილი გახდა,
რომ შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი მასპინძლობენ, საქართველოს 1 მილიარდ დოლარს დაჰპირდნენ. როგორც პრეს-კონფერენციაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა შიგეო კაცუმ აღნიშნა, ამ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მისი შეფასება პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამაც გაიმეორა: [ჟვანიას ხმა] "დონორთა კონფერენციის შედეგებმა გადააჭარბა მნიშვნელოვნად ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინს! ყველაზე გაზვიადებული შეფასებებით, ჩვენ ველოდებოდით, რომ კონფერენციაზე საქართველოს დახმარებისათვის დაფიქსირდებოდა, დაახლოებით, 500 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა. ის, რაც გამოაცხადეს კონფერენციის მონაწილეებმა (...), შეადგენს თანხას, დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს 2004, 2005, 2006 წლებისათვის". დონორებიდან უდიდეს თანხას გაიღებს აშშ - 360 მილიონამდე დოლარს, ევროკომსიის ხარჯზე მოდის 125 მილიონი დოლარი, ამას ემატება ევროკავშირის ცალკული წევრების დახმარება. შიგეო კაცუს განმარტებით, დონორების მზადყოფნა, დაეხმარონ საქართველოს, ასახავს ხელისუფლების სათავეში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდის ენერგიულ მუშაობას.
XS
SM
MD
LG