Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ ხოდორკოვსკი - რუსეთის ნავთობკომპანია


მიხაილ ხოდორკოვსკი - რუსეთის ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი - დღეს სასამართლოს წინაშე წარდგა.

მიხაილ ხოდორკოვსკი - რუსეთის ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი - დღეს სასამართლოს წინაშე წარდგა.
მას წაყენებული აქვს გადასახადებისაგან თავის არიდებისა და თაღლითობის ბრალდებები. იმავე ბრალდებების საფუძველზე ხოდორკოვსკისთან ერთად სასამართლოს წინაშე წარდგა "იუკოსის" აქციების მფლობელი კიდევ ერთი ცნობილი ბიზნესმენი პლატონ ლებედევი. ორივე უარყოფს ბრალდებებს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხოდორკოვსკის მომხრეები ირწმუნებიან, რომ ბრალდებას პოლიტიკური სარჩული აქვს და ბიზნესმენის დევნის ნამდვილი მიზეზი მის მიერ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაა. დღეს მოსკოვში სასამართლო პროცესი დაწყებიდან სულ რამდენიმე საათში გადაიდო ხოდორკოვსკის ერთ-ერთი ვექილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ხოდორკოვსკის სხვა ვექილმა, იური შმიტმა კი განაცხადა, რომ მორიგი სხდომა ერთ კვირაში, 23 ივნისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG