Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ირანს ატომური ენერგიის საერთაშორისო


ევროკავშირმა ირანს ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

ევროკავშირმა ირანს ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.
მანამდე ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი დაიმუქრა, რომ ირანი განაახლებს შეიარაღებისათვის გამოსადეგი ურანის დამზადებას. [ხათამის ხმა] "თუ ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია ამ რეზოლუციას მიიღებს, ირანს აღარ ექნება მორალური ვალდებულება, უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე". ლაპარაკია რეზოლუციაზე, რომელიც შეიცავს კრიტიკას ამ ორგანიზაციასთან ირანის არადამაკმაყოფილებლად თანამშრომლობის გამო. შეერთებულ შტატებს ეჭვი აქვს, რომ ირანი ატომური იარაღის დამზადებაზე მუშაობს - ირანი კი უარყოფს ამ ბრალდებას და ირწმუნება, რომ ატომური ენერგიის მხოლოდ სამოქალაქო სექტორში გამოყენებას აპირებს.
XS
SM
MD
LG