Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს აზიის რამდენიმე ქვეყანაში მომხდარ


დღეს აზიის რამდენიმე ქვეყანაში მომხდარ ავარიებს მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა.

დღეს აზიის რამდენიმე ქვეყანაში მომხდარ ავარიებს მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა.
პაკისტანელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, სულ ცოტა 37 მგზავრი დაიღუპა და 16 დაიჭრა ავტობუსში, რომელსაც ტრაქტორი დაეჯახა და მდინარეში გადააგდო. ავარია ისლამაბადის მახლობლად მოხდა. მძიმე ავარია მოხდა ინდოეთშიც - 18 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა მატარებელში, როცა ის ლიანდაგებიდან გადავიდა ხიდის გადაკვეთისას დასავლეთ ინდოეთში. ჩინეთში 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ავტობუსის ავარიამ. ავტობუსი აღმოსავლეთი ჩინეთის ძიანძის პროვინციაში ტბაში ჩავარდა. ავარიის შესახებ იუწყებიან მეზობელი ნეპალიდანაც - მთაში ავტობუსი გზიდან გადავარდა, დაიღუპა 13 და დაიჭრა სულ ცოტა 27 ადამიანი.
XS
SM
MD
LG