Accessibility links

logo-print

3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და


3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 20-მდე ადამიანი დაიჭრა ერაყის ქალაქ ბალადში ამერიკულ ბაზაზე ჭურვებით იერიშის შედეგად.

3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 20-მდე ადამიანი დაიჭრა ერაყის ქალაქ ბალადში ამერიკულ ბაზაზე ჭურვებით იერიშის შედეგად.
ამერიკელ სამხედრო წარმომადგენლებს არ უთქვამთ, არიან თუ არა დაჭრილებს შორის სამოქალაქო პირები. იუწყებიან ასევე, რომ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა დასავლეთში მდებარე ქალაქ რამადში მომხდარმა აფეთქებამ. ჩრდილოეთის ქალაქ ქირქუქში კი შეიარაღებულმა პირებმა ნავთობსაბადოების უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მოკლეს. სამხრეთ ერაყში, საბოტაჟის აქტების გამო საჭირო გახდა ნავთობის ექსპორტის დროებით შეჩერება. ასევე ერაყიდან მოსული ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე პოლ ვულფოვიცი ბაღდადში შეხვდა ერაყის გარდამავალი პერიოდის მთავრობის ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრ იად ალავის უშიშროებისა და პოლიტიკის საკითხების განსახილველად.
XS
SM
MD
LG