Accessibility links

logo-print

ბელგიის სასამართლომ ამ ქვეყნის მოქალაქე


ბელგიის სასამართლომ ამ ქვეყნის მოქალაქე მარკ დიუტრუ დამნაშავდე ცნო 1996 წელს ორი გოგონას მოტაცებაში, გაუპატიურებასა და მოკვლაში.

ბელგიის სასამართლომ ამ ქვეყნის მოქალაქე მარკ დიუტრუ დამნაშავდე ცნო 1996 წელს ორი გოგონას მოტაცებაში, გაუპატიურებასა და მოკვლაში.
დიუტრუ აგრეთვე დამნაშავედ ცნეს კიდევ ორი რვა წლის გოგონას მოტაცებაში, რომელთა სამარხი მისი სახლის მახლობლად იპოვეს. მათ სიკვდილთან დიუტრუს კავშირის დამტკიცება ვერ მოხერხდა. ორმა სხვა გოგონამ, რომლებიც დიუტრუმ მოიტაცა, სარდაფში ჰყავდა დამწყვდეული და არაერთხელ გააუპატიურა, მისი სახლიდან გაქცევა შეძლო. დიუტრუს სასამართლო პროცესი სამ თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ბრალდებულმა აღიარა, რომ იტაცებდა და აუპატიურებდა გოგონებს, მაგრამ უარყოფს მათ მოკვლას. სასამართლო განაჩენი მოგვიანებით გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG