Accessibility links

logo-print

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საბჭო


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საბჭო დათანხმდა რეზოლუციის პროექტზე, რომელშიც ირანი გაკრიტიკებულია გაეროს ამ ორგანოსთან არასაკმარისი თანამშრომლობის გამო.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საბჭო დათანხმდა რეზოლუციის პროექტზე, რომელშიც ირანი გაკრიტიკებულია გაეროს ამ ორგანოსთან არასაკმარისი თანამშრომლობის გამო.
დოკუმენტის პროექტი დღეს უკვე ოფიციალურად წარმოადგინეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ. როგორც ვარაუდობენ, მას ხვალ დაამტკიცებენ. იტყობინებიან, რომ დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას, რომ დაჩქარდეს სააგენტოს მიერ ირანის ბირთვული პროგრამის შესწავლა და რომ ირანმა მეტი გააკეთოს საამისოდ. შეერთებული შტატები ირანს ბრალად სდებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამხედრო მიზნებს ისახავს. ირანი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ პროგრამის ერთადერთი ამოცანაა ელექტროენერგიის გამომუშავება.
XS
SM
MD
LG