Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის ხელისუფლება არ არის ნავთობკომპანია "იუკოსის" გაკოტრებით დაინტერესებული.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის ხელისუფლება არ არის ნავთობკომპანია "იუკოსის" გაკოტრებით დაინტერესებული.
პრესკონფერენციაზე ტაშკენტში პუტინმა აღნიშნა, რომ "იუკოსის" ვალები სასამართლო ინსტანციების საქმეა, მაგრამ, მისი სიტყვებით, იგი "შეეცდება ისე მოიქცეს, რომ ეს კომპანია არ დაიშალოს." "იუკოსის" ყოფილ ხელმძღვანელს, მიხაილ ხოდორკოვსკის და კომპანიის თანამფლობელს, პლატონ ლებედევს, ბრალად ედებათ ქონების მსხვილი მასშტაბით დატაცება, თაღლითობა და გადასახადებისთვის თავის არიდება. გადასახადებისა და მოსაკრებელთა სამინისტრომ "იუკოსს" წაუყენა ასი მილიარდი მანეთის ოდენობის სარჩელი.
XS
SM
MD
LG