Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ხუთშაბათს, ბრიუსელში


პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ხუთშაბათს, ბრიუსელში ,,ევროპული პოლიტიკის ცენტრში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ,,საქართველოს აქვს ევროპული ამბიცია",

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ხუთშაბათს, ბრიუსელში ,,ევროპული პოლიტიკის ცენტრში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ,,საქართველოს აქვს ევროპული ამბიცია",
მაგრამ ჯერ მზად არაა დაასახელოს თარიღი, თუ როდის გახდება ქვეყანა ევროკავშირის წევრი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იტყობინება. ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მთავარი მიზანია გახდეს ამ ევროპული გაერთიანების წევრი. პრემიერმა ისტორიული დღე უწოდა ოთხშაბათს, ბრიუსელში დონორთა კონფერენციაზე საქართველოსთვის 1 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის ფაქტს. ჟვანიამ ,,ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსული ხელისუფლების მთავარ მიღწევად დაასახელა კორუფციის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა და ადრე ხელშეუხებელი მაღალჩინოსნების დაპატიმრებების ფაქტი.
XS
SM
MD
LG