Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ ბაქუბაში დღეს სასტიკის


ერაყის ქალაქ ბაქუბაში დღეს სასტიკის შეტაკება მოხდა ამერიკელ სამხედროებსა და ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფების წევრებს შორის.

ერაყის ქალაქ ბაქუბაში დღეს სასტიკის შეტაკება მოხდა ამერიკელ სამხედროებსა და ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფების წევრებს შორის.
მოკლულია სულ ცოტა ექვსი ამბოხებული. სულ კი ხუთშაბათიდან მოყოლებული, რაც ამ რაიონში ბრძოლები დაიწყო, დაიღუპა ოცამდე ერაყელი და ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დღესვე კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ბაღდადში, მას შემდეგ რაც ამერიკული არმიის სამხედრო ბაზა ყუმბარსატყორცნიდან დაიბომბა. დაჭრილია ასევე ორი სამოქალაქო პირი. განვლილი ღამით კი სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა საცხოვრებელი სახლების სარაკეტო დაბომბვის დროს ქალაქ ელ-ფალუჯაში. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, სარაკეტო დაბომბვა ამერიკული თვითმფრინავებიდან მოხდა. ეს ინფორმაცია დღის ბოლოს ამერიკულმა სარდლობამაც დაადასტურა. თუმცა სარდლობის წარმომადგენლის მარკ კიმიტის თქმით, სამხედრო თვითმფრინავებმა გასულ ღამეს ის შენობები დაბომდეს, სადაც ბოევიკები, მათ შორის ცნობილი ტერორისტი აბუ მუსაბა აზ-ზარყაული აფარებდა თავს.
XS
SM
MD
LG