Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ერაყის


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ერაყის მეზობელ სახელმწიფოებში გახიზნული

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ერაყის მეზობელ სახელმწიფოებში გახიზნული
სულ უფრო მეტი ერაყელი მოქალაქე უბრუნდება საკუთარ ქვეყანას. გაეროში ლტოლვილთა საქმეთა უწყების ხელმძღვანელის კრის იანოვსკის თქმით, მხოლოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დახმარებით, ერაყში 11 ათას ადამიანზე მეტი დაბრუნდა, თუმცა დაბრუნებულ ლტოლვლთა საერთო რაოდენობა გაცილებით მეტია. "დაბრუნების მთავარ მოტივად სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა გახდა. ისინი დაბრუნდნენ, მიუხედავად უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისა, რაზეც ჩვენ მათ ვაფრთხილებდით და რაც მათ უჩვენოდაც იცოდნენ. ჩვენ არავისთვის მოგვიწოდებია, დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ბევრმა ადამიანმა თავად გადაწყვიტა ასე მოქცეულიყო,"განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.

XS
SM
MD
LG