Accessibility links

logo-print

ბრიუსელში, ევროკავშირის წევრმა 25 ქვეყნის


ბრიუსელში, ევროკავშირის წევრმა 25 ქვეყნის ლიდერებმა, ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის კონსტიტუცებიის პროექტის საბოლოო ვარიანტი შეათანხმეს.

ბრიუსელში, ევროკავშირის წევრმა 25 ქვეყნის ლიდერებმა, ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის კონსტიტუცებიის პროექტის საბოლოო ვარიანტი შეათანხმეს.
დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის გადაწყვეტილებათა უმრავლესობა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ ჩაითვალოს მიღებულად, თუკი მას მხარს სულ მცირე 15 ქვეყანა დაუჭრეს, რითაც კავშირის მოსახლეობის არანაკლებ 65 პროცენტი იქნება წარმოდგენილი. ევროკავშირის სახელმწიფოებს უნარჩუნდებათ ვეტოს უფლება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გადასახადების დაწესება, საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკა. პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ბრიუსელში კონსტიტუციის პროექტის საბოლოო ვარიანტის შეთანხმებას, წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა. "ახალმა ევროპამ მკაფიო კონტურები შეიძინა. ესაა ევროპა, რომელთანაც დიდ ბრიტანეთს შეუძლია დაამყაროს კავშირი და თავი საკუთარ სახლში იგრძნოს. ესაა ევროპა, სადაც არ არასებობს ერთი გაბატონებული თვალსაზრისი, არამედ ესაა მოქნილი და მრავალმხრივი პროგრესის ევროპა."
XS
SM
MD
LG