Accessibility links

logo-print

დებატები წამების დეფინიციისა და მისი გამოყენების შესაძლებლობაზე


რას ნიშნავს წამება, და რა შემთხევევაში შეიძლება პატიმრებზე წამების მეთოდების გამოყენება?

ეს შეკითხვები ამ დღეებში ცხარე დისკუსიის საგანია შეერთებულ შტატებში და მას მიძგი მისცა სამთავრობო წრეებიდან გამოჟონილმა ინფორმაციამ იმის თაობაზე, თითქოს არსებობდეს მემორანდუმი, რომელიც სხვა რეკომენდაციებთან ერთად ნებას აძლევდეს გამომძიებლებს, ტკივილის მიყენებით დასტყუოს ინფორმაცია პატიმრობაში მყოფ პირს. რადიო "თავისუფლების" თანამშრომელი მარკ ბეიკერმა ამ დისკუსიას რეპორტაჟების სერია მიუძღვნა.

ბოლო დღეებში პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს 2002 წელს შეიმუშავებულ მემორანდუმი, დასაშვებად მიიჩნევს გამოძიების პროცესში პატიმრის დასასუსტებლად გარკვეული სახის შეზღუდვებს და ფიზიკურ ზემოქმედებას, გარდა ისეთი მეთოდებისა, რაც გამოძიების პროცესში, პატიმრის ფიზიკურ დაზიანებას ან სიკვდილს გამოიწვევდა.
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მემორანდუმი ჩაფიქრებული იყო, როგორც მხოლოდ ერთგვარი სამართლებრივი დასკვნა და ნორმად არაოსდეს ქცეულა.
მიუხედავად ამისა, გასული თვის დასაწყისში აბუ-ღრაიბის ციხის სკანდალის შემდეგ, როდესაც ამერიკელი სამხედროები ერაყელი პატიმრების მიმართ არაჰუმანურ დამოკიდებულებაში იქნენ მხილებულნი, ეს მემორანდუმი მრავალ სახამუშო შეკითხის ბადებს.
ჰიუმან რაითს ვოთჩის ნიუ-იორკის ოფისის მთავარი მრჩეველი დინა პოკემპნერი სასაცილოს უწოდებს იუსტიციის დეპარტამენტის მემორანდუმს და ამბობს, რომ დოკუმენტი საერთაშორისო კანონმდებლობასაც ეწინაღმდეგება და შეერთებული შტატების კონსტიტუცისაცო.

[პოკემპნერის ხმა] "კაცმა რომ თქვას, ეს მემორანდუმი არის უცნაური ცდა, წამების განმარტება დაყვანილ იქნეს "ტკივილზე, რომელსაც მოჰყვება სიკვდილი, ან ორგანოს ფუნქციის მოშლა - მასში არაფერია ნათქვამი არც შეერთებული შტატების კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვაზე და არც საერთაშორისო სამართალზე. იუსტიციის სამინისტრო წამების მართლაც უნიკალურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. არა მგონია, მისი სერიოზულად განხილვა შეიძლებოდეს, რომ არ გვაფიქრებდეს ერთი გარემოება: მასში აშკარად შეინიშნება მცდელობა, შერბილდეს უხეში მოპყრობის ნორმები."

თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. ასე მაგალითად, ცნობილი სამხედრო ქვედანაყოფ "დელტას" ყოფილი სამხედრო გამომძიებელი მაიკ რიცი მწუხარებას გამოთქვამს აბუ ღრაიბის ციხის მცველთა საქციელზე. მაგრამ რიცის თქმით, პრობლემა თავად საერთაშორისო კანონმდებლოაბაშია საძებნი, რომელიც წამებას ზოგადად კი კრძალავს, მაგრამ კანონი ბუნდივანია, როდესაც საქმე პატიმრისათვის თავზე ტომრის ჩამოცმევას ან მისთვის ძილის უფლების შეზღუდვას ეხება.

[მაიკ რიცის ხმა] "ჩვენ თვალებს ვუხვევდით, თავზე ტომარას ვაცმევდით თუ რაღაც ამის მსგავს მეთოდებს მივმართავდით მხოლოდ იმისათვის, რომ პატიმრისათვის, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეზე გადაგვყავდა, თავგზა აგვებნია და ამით მისთვის სიტუაციის კონტროლის საშულება არ მიგვეცა. მაგრმ ჩვენ არასოდეს უნდა მივცეთ საკუთარი თავისათვს უფლება, ვუთხრათ პატიმარს, თუ შენ ჩვენთან არ ითანმშრომლებ, ეგ ტომარა თავზე კიდევ 24 საათი გექნება ჩამოცმული თქო. ეს ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ. ასეა ეს იმ დროიდან, რაც ჟენევის კონვენციამ მოქმედება დაიწყო."

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ორშაბათს განაცხადა, რომ ხელისუფლება არ შეურიგდება ჟენევის კონვენციის მოთხოვნათა დარღვევას გინდაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ სამი წლის განმავლობაში გაგრძელდებას.

[დონალდ რამსფელედის ხმა] "არც მე და არც პრეზიდენტს გონებაში არავითარი სხვა განმარტება არ არსებობს წამებასთან დაკავშირებით. არ არსებობს წამების რაიმე ფორმა, რასაც ჟენევის კონვენვიცია ან შეერთებული შტატების კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევდეს." "

აბუ ღრაიბის საპყრობილის ეპიზოდში დაადნაშაულებული 7 ჯარისკაცი პასუხისგებაშია მიცემული. ერთ მათგანს დანაშაულის მსქსიმალური, ერთწლიანი ვადა შეეფარდა და დემობილიზებულ იქნა ცუდი დისციპილინის გამო. თუმცა, იუსტიციის დეპარტამენტის ზემოხსენებული მემორანდუმის, ერაყში, ავღანეთში, აბუ ღრაიბისა და გუანტანამოს სამხედრო ტყვეთა ციხეებში აღმოჩენილი პატიმრების შეურაცხყოფის ფაქტების შემდეგ, სრულიად გაურკვეველია თუ წამების რომელ დეფინიციას ეყრდნობიან შეერთებული შტატების ოფიციალური პირები.
XS
SM
MD
LG