Accessibility links

logo-print

აჭარაში დღეს უზენაესი საბჭოს არჩევნები


აჭარაში დღეს უზენაესი საბჭოს არჩევნები გაიმართა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა.

აჭარაში დღეს უზენაესი საბჭოს არჩევნები გაიმართა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა.
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ზურაბ ნონიკაშვილის ცნობით, კენჭისყრაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 75-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. მისივე თქმით, არჩევნებს მცირეოდენი დარღვევები თან სდევს, მაგრამ საეჭვოა, აღინიშნოს ისეთი დარღვევები, რომელიც გავლენას მოახდენდა კენჭისყრის შედეგზე. ნონიკაშვილმა უარყო ზოგიერთი პარტიის მიერ გავრცელებული ცნობები არჩევნების გაყალბების შესახებ. კერძოდ, ლეიბორისტული პარტია აცხადებს, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები არნახული ფალსიფიკაციის ფონზე მიმდინარეობდა. აჭარის უმაღლეს საბჭოში 30 ადგილია, აქედან 18 პროპორციული, ხოლო 12 მაჟორიტარული წესით ირჩევა.
XS
SM
MD
LG