Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას არავითარი კავშირი არა აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას არავითარი კავშირი არა აქვს
დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ ბათუმის საარჩევნო უბნებთან დაწყებულ ხელმოწერების შეგროვების აქციასთან, რომელიც მიზნად ისახავს პლებისციტის ჩატარებას აჭარის ავტონომიის გაუქმების საკითხზე. როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარის ავტონომიის გაუქმება ფაქიზი საკითხია და არ შეიძლება მისი სპონტანურად წამოჭრა. ბურჯანაძის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტი ავტონომიის უფლებებზე მომავალ კვირაში იმსჯელებს. კობა დავითაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ერთიანობის კავშირის" მიერ ბათუმის საარჩევნო უბნებთან ხელმოწერების შეგროვებას აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფაღავამ "უკანონო" უწოდა.
XS
SM
MD
LG