Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის უშიშროების ძალები განაგრძობენ


საუდის არაბეთის უშიშროების ძალები განაგრძობენ ოპერაციას ისლამისტი ექსტრემისტების გაუვნებელყოფის მიზნით.

საუდის არაბეთის უშიშროების ძალები განაგრძობენ ოპერაციას ისლამისტი ექსტრემისტების გაუვნებელყოფის მიზნით.
დღეს დილით შეიარაღებული ძალების შენაერთებმა, შვეულმფრენების მხარდაჭერით, ჩაკეტეს დედაქალაქ რიადის სამი კვარტალი. ოპერაციის დეტალებზე არაფერს იტყობინებიან. ადგილობრივმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ, რომელიც "ალ-ყაიდასთან" არის დაკავშირებული, დაადასტურა, რომ მისი ლიდერი აბდულაზიზ მუქრინი მოკლულ იქნა გუშინ, რიადში, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან მომხდარი შეტაკების დროს. ამ რამდენიმე დღის წინათ სწორედ ამ დაჯგუფების წევრებმა მოიტაცეს და მოკლეს ამერიკელი ინჟინერი პოლ ჯონსონი. ტერორისტები იმუქრებიან, რომ უცხოელებზე თავდასხმებს მომავალშიც განაგრძობენ.
XS
SM
MD
LG