Accessibility links

წინააღმდეგობრივი ინფორმაცია მოდის ერაყის ქალაქ


წინააღმდეგობრივი ინფორმაცია მოდის ერაყის ქალაქ ფალუჯიდან, სადაც აშშ-ის ავიაციამ

წინააღმდეგობრივი ინფორმაცია მოდის ერაყის ქალაქ ფალუჯიდან, სადაც აშშ-ის ავიაციამ
გუშინ სარაკეტო იერიში ჩაატარა. ამ იერიშს, სულ ცოტა, 20 ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის სარდლობის განცხადებით, სახლს, რომელზეც იერიში მიიტანეს, იყენებდნენ "ალ-ყაიდის" ერთ-ერთი ლიდერის, აბუ მუსაბ ზარყავის დაჯგუფების წევრები. მაგრამ ერაყის პოლიციისა და ადგილობრივი სამხედრო რაზმის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ შენობაში მშვიდობიანი ერაყელები ცხოვრობდნენ. პოლიციელთა ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ქალები, ბავშვები და მოხუცები. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG