Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას


ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას ბირთვულ გამოცდებზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ.

ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას ბირთვულ გამოცდებზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ.
ამაზე საუბარია განცხადებაში, რომელიც მხარეებმა დელიში გამართული მოლაპარაკების შემდეგ გამოაქვეყნეს. მორატორიუმი შეიძლება გაუქმებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნა "განსაკუთრებული გარემოებები", რომლებიც დაემუქრება ინდოეთის ან პაკისტანის უსაფრთხოებას. მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ ორი ქვეყნის ხელმძღვანელებს ამიერიდან პირდაპირი კავშირი ექნებათ ერთმანეთთან - შესაძლო კრიზისების შემთხვევაში სწრაფი რეაგირების მიზნით. ინდოეთი და პაკისტანი ბირთვული სახელმწიფოებია. წარსულში მათ შორის არაერთი შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა.
XS
SM
MD
LG