Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, წინასწარი


აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, შვიდპროცენტიანი ბარიერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, შვიდპროცენტიანი ბარიერი
ორმა პარტიამ გადალახა: "სააკაშვილი-გამარჯვებულმა აჭარამ" და "ბერძენიშვილი-რესპუბლიკელებმა". როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფაღავამ განაცხადა, სახელისუფლო პარტიამ ხმათა 75 პროცენტი დააგროვა, ხოლო "ბერძენიშვილი-რესპუბლიკელებმა" – 10 პროცენტზე ოდნავ ნაკლები. ფაღავას ცნობით, კომისიაში შემაჯამებელი ოქმების შეტანა გრძელდება. კანონით, საბოლოო მონაცემები არჩევნებიდან 18 დღეში უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა, როგორც ფაღავამ აღნიშნა, უმაღლესი საარჩევნო კომისია შეეცდება, შედეგები უფრო ადრე შეაჯამოს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 200 ათასამდე ამომრჩეველმა, არადა წინასწარი რეგისტრაცია მხოლოდ 108 667 ამომრჩეველს ჰქონდა გავლილი. არჩევნებში რვა პოლიტიკური პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. აჭარის უმაღლეს საბჭოში 30 ადგილია, აქედან 18 პროპორციული, ხოლო 12 მაჟორიტარული წესით ირჩევა.
XS
SM
MD
LG