Accessibility links

logo-print

ბაღდადში, აშშ-ის სამხედრო ტრიბუნალში, მოეწყო


ბაღდადში, აშშ-ის სამხედრო ტრიბუნალში, მოეწყო სასამართლო მოსმენა

ბაღდადში, აშშ-ის სამხედრო ტრიბუნალში, მოეწყო სასამართლო მოსმენა
იმ სამი სამხედრო მოსამსახურის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება აბუ ღრაიბის ციხის ერაყელ პატიმართა დამცირება და შეურაცხყოფა. განსასჯელთა ვექილმა პოლ ბერგრინმა განაცხადა, რომ ჯარისკაცები მხოლოდ და მხოლოდ ბრძანებებს ასრულებდნენ: [პოლ ბერგრინის ხმა]: "ყველაფერი, რასაც ჩემი კლიენტი ამ შემთხვევაში აკეთებდა, კანონიერია. ის სტანდარტულ პროცედურას მისდევდა: სამხედრო და სხვა სპეცსამსახურების მუშაკები მას ეუბნებოდნენ, რა უნდა გაეკეთებინა." მოსამართლემ, ჯეიმს პოლმა, დააკმაყოფილა ვექილების მოთხოვნა, სასამართლოში დასაკითხად გამოიძახოს აშშ-ის ერაყში მოქმედი ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი რიკარდო სანჩესი. ვექილები ითხოვდნენ, აგრეთვე, თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის გამოძახებას. აი, რა უთხრა სასამართლოს შენობასთან შეკრებილ ჟურნალისტებს ერთ-ერთი ერაყელი პატიმრის ნათესავმა:[იასემის ხმა]: "ტრიბუნალი უსამართლოა, რადგან ამერიკელ ჯარისკაცებს ამერიკელები ასამართლებენ. ჩვენი სურვილია, სასამართლოს გაერო უძღვებოდეს – ნეიტრალური ქვეყნების დახმარებით." აბუ ღრაიბის ციხის ერაყელ პატიმართა დამცირებასა და შეურაცხყოფაში დადანაშაულებულია შვიდი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG