Accessibility links

logo-print

სამხრეთი კორეის განცხადებით, სეული ხელს


სამხრეთი კორეის განცხადებით, სეული ხელს არ აიღებს განზრახვაზე, ერაყში თავისი სამხედროები გაგზავნოს

სამხრეთი კორეის განცხადებით, სეული ხელს არ აიღებს განზრახვაზე, ერაყში თავისი სამხედროები გაგზავნოს
– მიუხედავად იმისა, რომ ერაყელმა ექსტრემისტებმა სამხრეთი კორეის მოქალაქე შეიპყრეს და დაიმუქრნენ, რომ მას თავს მოჰკვეთენ. სამხრეთმა კორეამ ახლახან გამოაცხადა, რომ ერაყში სამიათასკაციან სამხედრო შენაერთს გაგზავნის, რათა მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის აღდგენის პროცესში. ამჟამად ერაყში 600 სამხრეთკორეელი სამხედრო მსახურობს. გუშინ გავრცელდა ვიდეოფირი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, "ალ-ყაიდასთან" დაკავშირებულმა ექსტრემისტებმა გადაიღეს. მასზე აღბეჭდილია სამხრეთი კორეის მოქალაქე, ვინმე კიმ სუნ ირი. მისი გამტაცებლები იმუქრებიან, რომ თუ 24 საათის განმავლობაში სამხრეთი კორეა ერაყიდან თავის ჯარს არ გაიყვანს, კიმ სუნ ირს თავს მოჰკვეთენ.
XS
SM
MD
LG